პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით ბაქრაძემ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ყაზბეგისა
და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თიანეთში
კენჭს გიორგი აბაშვილი იყრის, რომელიც, დავით ბაქრაძესთან ერთად, დღეს თიანეთში, მესაქონლეობის ფერმაში დასაქმებულებს შეხვდა.
ყაზბეგის
მაჟორიტარი
დეპუტატობის
კანდიდატი
გოჩა მალანია იქნება. რომელიც ლარსისა და დარიალის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე დასაქმებულ
ადამიანებს დავით ბაქარძესთან ერთად
გაესაუბრა.
დავით
ბაქრაძემ და გოჩა მალანიამ ჰესების მშენებლობაზე მომუშავეებს პარტიის -
"ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა
- მეტი სარგებელი ხალხს" საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
„დღეიდან ჩვენი ამოცანაა, სოფელი იყოს ძლერი, გლეხი კი ღონიერი. ყველა
იმ მაჟორიტარის ამოცანა რომელსაც ჩვენ წარვადგენთ რეგიონებში არის, მეტი სარგებელი
მოუტანონ გლეხს“,- აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის
თავმჯდომარე
და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას იმ პრიორიტეტებზე ესაუბრნენ, რაც დასაქმებასა და მაღალმთიან ყაზბეგში ტურიზმის განვითარებას ეხება.
Internet.ge