"ახალმა მემარჯვენეებმა" ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლემონჯავა წარადგინეს
"ახალმა
მემარჯვენეებმა" დღეს ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა
ლემონჯავა წარადგინეს.
როგორც კანდიდატის წარდგენისას პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა,
პარტიამ ამ შემთხევაშიც ადგილობრივ კადრს, საკუთარი გუნდის წევრს მიანიჭა
უპირატესობა და კანდიდატად ზაზა ლემონჯავა წარადგინა. "ზაზა ჩვენი რაიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აქაურია, იცის ფოთის პრობლემები და ფოთელებიც კარგად
იცნობენ მას.
ვფიქრობ "ახალი მემარჯვენეების" პროგრამის მთავარი სლოგანის
- "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" შესრულებას ფოთში, ფოთელთა
ინტერესების დაცვას და მათ დასაქმებაზე ზრუნვას, ფოთის , როგორც საქართველოსთვის
განსაკუთრებული ქალაქის ფუნქციის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ზაზა ლემონჯავა კარგად შესძლებს" -
განაცხადა დავით გამყრელიძემ.
"ამ ხელისუფლებამ ფოთს თავის პერსპექტივა
ვერ დაანახა. ფოთელები დაიღალნენ ცრუ
მოლოდინებით, რომ ხვალ თუ ზეგ ინდუსტრიული ზონა ამუშავდება და მოსახლეობა დასაქმდება. ჩვენ, მემარჯვენეებს, ხელისუფლების დაპირებებისგან განსხვავებით მოსახლეობის
დასაქმების რეალისტური გეგმა გაგვაჩნია. ეს გეგმა ფოთელთა დასაქმებასაც
უზრუნველყოფს." - განაცხადა თავის მხრივ ზაზა ლემონჯავამ.
internet.ge