ყოფილი ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ახალი თანამდებობა დღეს
გახდება ცნობილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 13 აგვისტოს გურიაში, ალექსანდრე ხეთაგურისა და ვახტანგ ბალავაძის ახალ თანამდებობებზე წარდგენისას განაცხადა, გვინდაძის ახალი თანამდებობა ორ დღეში გახდებოდა ცნობილი.
„სტაბილური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მიღწეული წარმატებები დიმიტრის სახელს უკავშირდება მას ძალიან
საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ, რომლის პრეზენტაციას თბილისში ორი დღის
შემდეგ გავაკეთებ“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ხეთაგური წარადგინა.
ენერგეტიკის მინისტრის პოსტი კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ
ბალავაძემ დაიკავა.
Internet.ge