კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია
ქუცნაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან
ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიას მოითხოვს.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს
განუცხადა, კოალიციამ
გუშინ ცესკო-სგან საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა სიის მონაცემების გადაცემაზე უარი მიიღო. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, უარის გამო კოალიციას არა აქვს საშუალება კომისიისა და „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგები შეადაროს.
„ჩვენს
მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგად გამოვლინდნენ გარდაცვლილი, გამორჩენილი, მიწერილი პირები და უცხოეთში მყოფი ამომრჩეველი. აღნიშნულ შედეგებს 17
აგვისტოს სრულად
გადავუგზავნით სახელმწიფო კომისიას და
ცესკოს“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვას, თუ რა რაოდენობის ამომრჩეველზე ვრცელდება
მსგავსი უზუსტობა, ქუცნაშვილმა არ უპასუხა.
Internet.ge