GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძემ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
14:01 15.08.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

პარტიის კანდიდატი წალენჯიხის ოლქში ფრიდონ უბილავა იქნება, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია და რაიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი 2004 წლიდან არის „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, წლების მანძილზე არის პოლიტიკაში და პარტიის ერთგული კადრია.

"ფრიდონი წალენჯიხის მკვიდრია, პროფესიით მშენებელი. იგი კარგად იცნობს რაიონს, მის პრობლემებს, იცის, რა აწუხებს აქაურ მოსახლეობას. მას ერთი დღე არ უცხოვრია წალენჯიხელებზე ზრუნვის გარეშე. დარწმუნებული ვარ,  ის შესძლებს საქართველოს პარლამენტში წალენჯიხელთა ინტერესები დაიცვას. ფრიდონი მშენებელია და შენების დიდი გამოცდილება აქვს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ამასთან ერთად დავით გამყრელიძემ წალენჯიხელებს პარტიის პროგრამა „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ გააცნო.

„თუ ვინმემე იცის, რა არის შეძლებული ოჯახი, ეს წალენჯიხის რაიონია, სადაც ყოველთვის შეძლებული ოჯახები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ახლა სხვა ვითარებაა. ჩვენი პროგრამა არის პროგრამა იმისა, თუ რას ნიშნავს შეძლებული ოჯახი – ეს არის: დასაქმებული ადამიანები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება და უზრუნველი სიბერე. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და სწორად გამოკვეთილი პრიორიტეტები, ასახული სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვაში“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.

დავით გამყრელიძესთან ერთად წალენჯიხაში მაჟორიტარი კანდიდატისა და პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძე ესწრებოდნენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხაჩიძე: აჯობებდა, დაწესებულების ხელმძღვანელებს დაავალოთ "სარეცხის საპონი" გამოიყენონ და ხელით ამოჭეჭყონ დროშები1
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა2
ყოფილ თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ3
რიჩარდ ნორლანდი: ვიმედოვნებთ, დარღვევებს ადგილი არ ექნება4
კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X