ინგა გრიგოლია: გამოვაცხადებ პირად ნომერს, რომელზეც ნებისმიერი გლდანელი შეძლებს დარეკვას
„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ის ორ დღეში ღიად გამოაცხადებს საკუთარ
ტელეფონის ნომერს , რათა ყველა გლდანელს შეეძლოს მასთან დაკავშირება.
როგორც გრიგოლიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს
განუცხადა, ნებისმიერ გლდანელს მასთან
დაკავშირება უპრობლემოდ შეეძლება, რათა გააცნონ მას საკუთარი პრობლემები.
„ქდმ“-ს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი გლდანელ მოსახლეობასთან
შეხვედრებს დღეიდან იწყებს. გრიგოლია გლდანში იმ ოჯახებს ესტუმრება, რომელთაც
ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ინგა გრიგოლიას განცხდებით, ის ამ პრობლემის
მისაგვარებლად თელასშიც მივა.
Internet.ge