ინგა გრიგოლია: გლდანში ჩემი კონკურენტი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება
"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია გლდანელ ამომრჩეველთან შეხვედრას დღეს იწყებს.
გრიგოლიას თქმით, მისი
კონკურენტი გლდანში ნიკოლოზ ხაჩირიშვილი იქნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“
კანდიდატია.
„გვაქვს შიდა გამოკითხები და ამ შემთხვევაში კონკურენტად მხოლოდ ნიკოლოზ ხაჩირიშვილს განვიხილავთ. კიდევ ერთხელ ვიწვევ ხაჩირიშვილს დებატებში, რათა გლდანელებს დავუმტკიცო რატომ არ უნდა მისცენ მას ხმა, ვინაიდან ის იყო იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც თავის დროზე საკრებულოში შემოიტანა გადაწყვეტილება დენისთვის და ნაგვის გადასახადის მიბმაზე. თუ გლდანის მოსახლეობა ჩათვლის, რომ მე ვარ ღირსეული კანდიდატი, აუცილებლად დამიჭერენ მხარს,“- აცხადებს ინგა გრიგოლია.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, დაჯდება თუ არა დებატებში „ქართული
ოცნების“ კანდიდატ სოსო ჯაჭვლიანთან, გრიგოლია ამბობს, რომ ის მხოლოდ მმართველ გუნდს
აღიქვამს კონკურენტად.
„სასაცილო იქნება მე რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენელთან დავჯდე დებატებში. სოსო ჯაჭვლიანი წლების განმავლობაში ჩემი
საუკეთესო რესპონდენტი იყო. მთელი გულით ვუსურვებ მას წარმატებას. თუკი ოპოზიცია
მოუგებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გლდანში, მე მას გამარჯვებას მივულოცავ,“
-განაცხადა გრიგოლიამ.
Internet.ge