"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილების
მიუხედავად,
"პალიტრამედიისთვის"
ბოდიშის მოხდას არ აპირებს და მზად არის ორწლიანი პატიმრობა მოიხადოს.
"ლეიბორისტული პარტიის" გენერალურის მდივნის, იოსებ შატბერაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილმა სახლში სააღსრულებო ბიუროდან უწყება მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების
თანახმად,
შალვა ნათელაშვილმა
"პალიტრამედიას"
ბოდიში უნდა მოუხადოს.
„ბოდიშის მოუხდელობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ
აღიძვრება
სისხლის
სამართლის საქმე, სსკ-ის 381-ე მუხლით, რომელიც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიუხედავად ყველაფრისა, შალვა ნათელაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, რადგან თქვა სრული სიმართლე",
- განაცხადა
შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელი 2012 წლის 8 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა. ნათელაშვილს
დაეკისრა ცნობების
უარყოფა, რომელიც მან გაავრცელა
"მაესტროს",
"კვირის
ქრონიკისა"
და "ალიას" მეშვეობით. განცხადებებში ნათელაშვილი ბრალს სდებდა "მედიაპალიტრას"
ბავშვებისთვის
სკოლის წართმევასა და ბიძინა ივანიშვილისგან მილიონების მიღებაში.
Internet.ge