მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და მათ
მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ქყეყნის
პირველმა პირმა რუსთაველების წინაშე არსებული ყველა სოციალური პრობლემა განიხილა და
დაპირდა მათ, რომ სულ მალე რუსთავში ცხოვრება კომფორტული გახდება.
აქვე პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას რუსთავის მაჟორიტარობის
კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი წარუდგინა.
„მაქვს პრივილეგია მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგინოთ
მამუკა ჩიქოვანი. ეს არის რუსთაველი მშობლებით და მეუღლით. ის ძალიან კარგი პიროვნებაა
და ყველაზე დიდი პატრიოტი, რომელიც თქვენ გყავთ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Internet.ge