GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ახალმა მემარჯვენეებმა" ჩაქვში მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს
12:20 16.08.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხათუნა კახაძემ, დაბა ჩაქვში, მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა - "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად"  გააცნეს. შეხვედრას პარტიის ლიდერები - მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძეც ესწრებოდნენ.

პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას პარტიის პროგრამის  ის მიმართულებები  გააცნეს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საქართველოში ყველა ოჯახს -სოფლადაც და ქალაქადაც, შემოსავლის სტაბილური წყარო და ცხოვრების ღირსეული პირობები ექნება.

"ქობულეთის რაიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს აქ მცხოვრები ყველა ოჯახი მართლაც შეძლებულად ცხოვრობდეს. მარტო ტურიზმი და ზღვის ორთვიანი სეზონი ამის გარანტიას ვერ შექმნის. საჭიროა რაიონის თითო სოფელში თითო საწარმო მაინც იყოს და სწორედ ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებისთვის ბიზნესის წახალისებას, მცირე ბიზნესის განვითარების სპეციალური ფონდის, სასოფლო ბანკის შექმნას ითვალისწინებს "ახალი მემარჯვენეების" პროგრამა", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

"ახალი მემარჯვენეების" ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ და "ახალი მემარჯვენეების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "ქობულეთელებმა იციან რას ნიშნავს შეძლებული ოჯახი და ისიც იციან, რომ "ახალ მემარჯვენეებს" ამ პროგრამის განხორციელების უნარი და ცოდნა გვაქვს. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ პარლამენტში მომავალი 4 წლის განმავლობაში ეს პრიორიტეტები რელურად გავატაროთ ცხოვრებაში", - განაცხადა ხათუნა კახაძემ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
6 წლის ბიჭმა და სიცოცხლის ფასად გადაარჩინა (VIDEO)1
გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა2
სიმსივნით დასახიჩრებული მამაკაცი საკუთარ სახეს დაიბრუნებს3
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან შესაძლოა წელიწადნახევარში წავიდე4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 21 ოქტომბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X