დავით ბაქრაძემ რაჭაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რაჭაში, „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
მმართველი გუნდიდან ონის რაიონში ვალერი გავაშელი იყრის კენჭს.
ამბროლაურში უკვე მოქმედი დეპუტატი - გოჩა ენუქიძე ხელმეორედ
ცდის ბედს.
„მთავარი დავალება, რომელიც ყველა კანდიდატს აქვს, ეს არის მეტი
სიახლოვე ხალხთან, კანდიდატი უნდა იცნობდეს სოფლის პრობლემებს. მან 24 საათის განმავლობაში
უნდა იზრუნოს თითოეული ამომრჩევლის პრობლემის გადაწყვეტაზე. ჩათვალეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა ვალად აწევს
თითოეულ მათგანს და ეს ვალი 4 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ“,- აღნიშნა დავით
ბაქრაძემ.
internet.ge