მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა ტურიზმის განვითარებაა
მიხეილ სააკაშვილი ახალციხეში, რაბათის განახლებული
ციხის გახსნის სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრება. პრეზიდენტმა იქ შეკრებილი მოსახლეობისთვის
მიმართვა შოთა რუსთაველის პოემით დაიწყო.
‘’საქართველოში შენდება ახალი ქალაქები, მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის განახლება. მე ხომ ვიცი, როგორი
გაჭირვებაა საქართველოში, ძალიან დიდი გაჭვირვებაა ახლაც განახლებულ სიღნაღში, მაგრამ
ეს ქალაქი, რომ აღვადგინეთ ცოტა შვება ხომ ჰქონდათ ადგილობრივებს? ბათუმი რომ ავაშენეთ
ხალხმა ცოტა ამოისუნთა, აქაც უამრავი ტურისტი ჩამოვა და ფულს დატოვებს ამ ქალაქშიც,"
- განაცხადა პრეზიდენტმა და ქვეყნის პრემიერ მინისტრს დავალება მისცა გორის ციხის მიმდებარე
ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყოს.
‘’შემდეგი ობიექტი არის გორის ციხე, მის მიმდებარე ტერიტორიას
უნდა შევესიოთ, აღვადგინოთ და გავაკეთოთ. ვანო ეს დავალება უკვე მიღებულია" - განაცხადა
პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნის სიღარიბიდან
გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი ტურიზმის განვითარებაა.
მიხეილ სააკაშვილმა განახლებული კომპლექსი დაათვალიერა და რაბათის ციხეს „აღმშენებლობის სიმბოლო“ უწოდა.
internet.ge