რაბათის ციხის გახსნის ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
‘’ამ ციხის აღდგენის ინიციატორი არის ვანო მერაბიშვილი,
ის აქ დაიბადა, ამ ციხის გვერდით. ეს არის ცოცხალი გმირი და დღეს ძლივს წამოვიყვანე
აქ, იმიტომ, რომ არ უნდოდა ტელეკამერების წინ დადგომა", - განაცხადა პრეზიდენტმა და
ვანო მერაბიშვილს მიმართა -‘’ შენ აქედან ხარ წარმოშობით ვანო და მესმის, რომ გინდოდა
ამ ციხის აღდგენა, მაგრამ ბაბუაჩემი - მიხეილ სააკაშვილი არის წარმოშობით გორიდან.
გორში მინდა ასეთივე ციხე. ამიტომ შემდეგი ობიექტი გორის ციხეა. შევესიოთ და ისეთი
ციხე გავაკეთოთ, რომ ყველა გორელს გაუჩნდეს მეტი პერპექტივა, სიამყე თავის ქალაქით.
აგერ შენ ხარ და აგერ გორის ციხე.
ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ,
შემომხედეთ მე, ვანოს, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ომი და ნგრევა? ჩვენთვის ყველაფერია
შენება, ახალი ქალაქები, ლაზიკა მაქვს ასაშენებელი, როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს?"
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი საწარმოების
გახსნის ინიციატორიც ვანო მერაბიშვილი იყო და საქართველოში დასრულებულ და მიმდინარე მშენებლობებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რაბათის ციხე ახალციხეში უამრავ ტურისტს მოიზიდავს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების საწინდარი გახდება.
internet.ge