საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ, ე.წ სამხრეთ ოსეთში
დე-ფაქტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე
ნინო კალანდაძემ განაცხადა,
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული
ნებისმიერი პროცესი არალეგიტიმურია.
„ცხინვალი საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიად რჩება. შესაბამისად, ერთადერთი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ნებისმიერ
მიმდინარე პროცესზე შეიძლება ვრცელდებოდეს, განიმარტება მხოლოდ ერთი ტერმინით, ეს
არის ოკუპაცია. ნებისმიერი მცდლობა, ჩატარდეს იქ რაიმე ფორმით აქტი, ვერ იქნება ლეგიტიმური,
მანამ, სანამ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია და მოსახლეობას არ ეძლევა საკუთარ
სახლებში დაბრუნების უფლება“,- განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტად ლეონიდ
თიბილოვი აირჩიეს.
უშიშროების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ე.წ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 54,12% მოიპოვა.
Internet.ge