გიგი უგულავამ და ანდრია ურუშაძემ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დაათვალიერეს
ქალაქ თბილისის მერმა და „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს
მაჟორიტარობის კანდიდატმა ანდრია ურუშაძემ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი
გვირაბი დაათვალიერეს და ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, იყალთოს გვირაბი ექსპლუატაციაში სექტემბრიდან
შევა.
„ერთობლივი მუშაობით მეტი სიკეთე უნდა მოუტანოთ ხალხს და საბურთალოს. ყველაზე
ეფექტური გზა სახელმწიფოსგან ეს არის ფულის ჩადება ინფრასტრუქტურაში, ვინაიდან
გრჩება ნაგებობები და მთავარი რაც არის, ქმნი სამუშაო ადგილებს“,- აღნიშნა გიგი
უგულავამ.
Internet.ge