ბაქრაძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის „არჩევნები“ არალეგიტიმურია
პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ოს სეპარატისტთა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ
აღიარებს.
როგორც ჟურნალისტებს
ბაქრაძემ განუცხადა, პროცესი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს - არალეგიტიმურია.
მისი თქმით, ამ „არჩევნებს“ სამართლებლივ და დემოკრატიულ
არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს.
„პროცესი, რომელიც
ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ პირობებში მიმდინარეობს, არ შეიძლება ლეგიტიმური
იყოს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან,
მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა საკუთარი სახლებიდან არის განდევნილი
და მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქისრების საშუალება არ აქვთ, შესაბამისად,
ვერცერთი ასეთი პროცესი დემოკრატიულად და სამართლიანად ვერ ჩატარდება“, - დასძინა
მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ცხინვალში
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა.
internet.ge