ფანჯიკიძე: კომპენსაციები რომელსაც ხელისუფლება არიგებს, ზარალის ადექვატური არ არის
“ქართული
ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მოქალაქეთა
კომპენსაციის საკითხს კოლიცია იმ დრომდე წამოჭრის, ვიდრე ხელისუფლება მოსახლეობამდე ბიძინა
ივანიშვილის მიერ გადარიცხულ თანხას სრულად არ მიიტანს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ
აღნიშნა, „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები
დღეიდან, კახეთის რეგიონში მონიტორინგს განაახლებენ.
მისი თქმით „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააკვირდებიან კომპენსაციის დარიგების პროცესს და აღწერენ მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დახმარებას ვერ იღებს.
„მოვითხოვთ,
ხელისუფლებამ
გაასაჯაროოს
ის ციფრები, რაც გამოიყო მოსახლეობის დასახმარებლად. ის
ფულადი კომპენსაციები, რომელსაც ხელისუფლება არიგებს, ზარალის ადექვატური არ არის,“
- განაცხადა
ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ
„ქართული ოცნების“ მიერ ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა
გაითვალისწინოს და დაზარალებულებს შესაბამისი კომპენსაცია მისცეს.
Internet.ge