საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს
აღიზიანებს ყველაფერი რაც კი საქართველოში შენდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის წინ განაცხადა,
ჟამი პრეზიდენტსაც და მთავრობასაც გამოცვლის, მაგრამ ბაგრატი ხომ მაინც დარჩება.
„ეს ტაძარი თანაბრად ეკუთვნის პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსსაც, მორწმუნეს
და და არამოწრმუნეს, იმიტომ რომ ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. დღეს
ბაგრატი აღვადგინეთ, ასევე აღვადგენთ ერთიანი საქართველოს საზღვრებს“,- განაცხადა
მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტობა კარგი საქმეა.
„ჩემი თანამდებობა მართლაც რომ კარგი საქმეა იმისთვის, რომ აიხდინო და
აუხდინო ოცნება სხვებს. ამ ტაძრის აღდგენა ვერ შეძლეს ჩვენმა წინამორბედებმა,
კომუნისტების დროს ქართველებმა სცადეს მაგრამ გააჩერეს. აი ეს არის განსხვავება
კომუნისტებსა და ჩვენ შორის. საქართველო დღეს თავისუფალია და სიყვარულით აშენებს
ყველაფერს“,- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
Internet.ge