GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თინა ხიდაშელი საგარეჯოს რამდენიმე სოფლის ამომრჩეველს შეხვდა
15:08 17.08.2012
დღის სიახლეები

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი სოფელ იორმუღანლს, ოლამბალოს და კაზლარის მოსახლეობას შეხვდა.

ხიდაშელის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატი ადგილობრივებს სოფლის პრობლემებზე ესაუბრა და მისი გამარჯვების შემდეგ ამ პრობლემების უმალვე მოგვარებას დაჰპირდა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სოფელს 21-ე საუკუნეში არ აქვს წყალი. სასმელი და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო წყლის მოსატანად გადიან კილომეტრიან გზას, სოფელ კაზლარში.

„სოფელს არ აქვს სკოლა. 400 კომლიანი სოფლისთვის სკოლის შენობაში სულ 3 საკლასო ოთახია გამოყოფილი, სადაც ანტისანიტარიაა და ამ დროისთვის შინაური ფრინველების სადგომად გამოიყენება. ბავშვებისთვის გაკვეთილები  კი მასწავლებლის სახლში ტარდება“,- განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით,  მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომელიც სოფლად აწუხებთ მთავარ პრობლემად რჩება მიწები, რომლებიც მარტის თვეში გაიყიდა და მოსახლეობა სახნავ-სათესის და საძოვრების გარეშე დატოვეს. აღნიშნულ სოფლებში კი მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით ირჩენს თავს.

ხიდაშელი აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობას გაუყიდეს საძოვრები და იძულებულს ხდიან საქონელი გაყიდონ.

თინათინ ხიდაშელი შეხვედრაზე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ პირველ რიგში დაუბრუნდებათ უკანონოდ წართმეული მიწები და კოალიციის საარჩევნო პროგრამაში დეტალურად გაწერილი სოფლის გეგმა მათ რეალურ შეღავათს აგრძნობინებს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X