GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თეა წულუკიანი თემქის მე-3 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო
18:42 17.08.2012
დღის სიახლეები

"ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს თემქის მე-3 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

წულუკიანის განცხადებით, თემქაზე, ისევე როგორც მთელს რაიონში, უმუშევრობის პრობლემაა. ადამინებს არ აქვთ ოჯახის შენახვის, ავადმყოფის მოვლის, ბავშვებისთვის კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა.

„თემქაზე „ყველა სიკეთესთან“ ერთად ონკანებში მოდის სასმელად უვარგისი, ჟანგიანი წყალი, რომლითაც ადამინები იწამლებიან. აქვე ვნახეთ დიდი მიტოვებული ტერიტორია, სადაც ადრე საფეხბურთო სტადიონი და ქარხანა იყო, ახალი კი ქვეწარმავლები ბინადრობენ და ახლომდებარე კორპუსებს საფრთხეს უქმნიან“ , - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ქვეყნისთვის ყოვლად არასაჭირო პროექტებში მაშინ, როდესაც უამრავი ადამინი ელოდება სახელმწიფოსგან ქმედით დახმარებას.

„არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“ შენების წინააღმდეგი არ არის, პირიქით, თუკი ბოლო წლებში საქართველოში რამე აშენდა, ბიძინა ივანიშვილის ფულითა და ძალისხმევით აშენდა. ჩვენ გვინდა რომ ბიჯეტის ფული, მხოლოდ მნიშვნელოვან პროექტებში დაიხარჯოს და 1.5 მილიარდი დოლარი, არ წავიდეს ლაზიკას მშენებლობაში, რომელიც არავის სჭირდება. წარმოვიდგინოთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება 1.5 მილიარადით უკვე არსებულ ქალაქებსა და სოფლებში“, - განაცხადა წულუკიანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას ასევე „ქართული ოცნების“ დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნო.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეა წულუკიანი თემქის მე-3 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო1
სასამართლო პარტიებისთვის შემოწირულობის კანონიერების საქმეს განიხილავს2
შსს-ს აკადემიაში მეხანძრე-მაშველთა პროფესიული მომზადების კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართება3
ვანო მერაბიშვილი: შს სამინისტროში ძირეული რეფორმები არ განხორციელდება4
ახალშობილ გოგონას მედვედევ დიმიტრი ანატოლევიჩი დაარქვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X