პარტია
"თავისუფალმა
საქართველომ"
საჩხერეში
მაჟორიტარობის
კანდიდატად
მევლუდ შარვაძე წარადგინა.
ამასთან, "თავისუფალმა საქართველომ" ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომლებიც ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. პარტიის თავმჯდომარემ და მაჟორიტარობის
კანდიდატმა
ადგილობრივებს
"თავისუფალი
საქართველოს"
წინა საარჩევნო პროგრამა გააცნეს. აქცენტი სოფლის მეურნეობის პრობლემებზე გაკეთდა.
კახა
კუკავამ აღნიშნა, რომ როგორც საჩხერის რაიონისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის
უმიშვნელოვანეს
საკითხს ეკონომიკური აღმავლობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. ამის მიღწევა კი ეროვნული ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი.
Internet.ge