კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთ- საქართველოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
ივანიშვილმა ეს განცხადება „ამერიკის
ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გააკეთა სამხედრო
სფეროში, უამრავი უმეცრება შეიძლება დავინახოთ. დაწყებული ტანკების შესყიდვიდან, შემდეგ იმ ავანტურაში ჩართვით, როგორც დაიწყეს ომი. რაც დაფინანსება იყო, ქარს და წყალს გაატანეს,“-განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა
პირველად ომის თემაზე განცხადება გასული წლის 1 ნოემბერს გააკეთა, როდესაც მისი
პირველი საჯარო პრესკონფერენცია გაიმართა. მაშინ ივანიშვილმა ქართული მხარე
რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებაში დაადანაშაულა.
Internet.ge