საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს ელჩების სამუშაო ჯგუფი აკვირდება
ელჩების სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს ელჩების სამუშაო ჯგუფი აკვირდება.
განცხადებაში, რომელსაც აღნიშნული ჯგუფი ავრცელებს ნათქვამია, რომ ელჩების სამუშაო ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ყველა მონაწილესთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს პარტიებს, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით უზრუნველყონ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარება.
internet.ge