"საქართველო არ იყიდება" არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს. გიგა ნასარიძის განცხადებით, პარტიების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის მათ მიერ დამზადებული კლიპები პოლიტიკურ სუბიექტებს უსასყიდლოდ გადასცეს.
ნასარიძის განცხადებით, რამდენიმე ტელეკომპანია პრობლემებს უქმნის საკუთარ ეთერში კლიპების განთავსებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველო არ იყიდება" მთავარი მიზანია, არ შეფერხდეს მათ მიერ 11 ივლისს დაწყებული კამპანია, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების მიზნების გამოაშკარავებას ისახავს მიზნად.
internet.ge