GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია ფანჯიკიძე: სახელმწიფო აუდიტის მიმართვებს არ ვკითხულობ
14:20 18.08.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე  სახელმწიფო აუდიტის მიმართვაზე  კომენტარს არ აკეთებს.

„შეგნებულად არ ვკითხულობ ამ მიმართვებს, სხვა კომენტარს ჩემგან ვერ მიიღებთ. მოგელაძის უწყების ყველა განცხადება დაკავშირებულია ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობაზე“,- განუცხადა ფანჯიკიძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ" ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ზღვარს გადააჭარბა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ კოალიციას „ქართული ოცნება" აცნობა, რომ მათ გადააჭარბეს კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს. 2012 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან - ბიძინა ივანიშვილისაგან იღებენ, სულ შემოწირულების სახით მიიღო 623,858,75 ლარი. შესაბამისად, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებული თანხა შეადგენს 123,858 ლარს.

შესაბამისად, დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიმართა წინადადებით, ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვარის დარღვევით მიღებული შემოწირულება - 123,858 ლარი დაუბრუნონ უკან შემომწირველებს 5 დღის ვადაში. მათ გაეგზავნათ ყველა პირის, მათ შორის იმ პირთა სია და მონაცემები, რომელთა მიერ შეწირული თანხების შემდეგ დაფიქსირდა ლიმიტის გადაცილება. ეცნობათ ასევე იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელი კომპანიებიდანაც დაფინანსების მიმღებმა პირებმა შემოწირულებები განახორციელეს პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე და გადააჭარბეს ერთი წყაროდან კანონით დაშვებული შემოწირულების ხუთასიათასლარიან ზღვარს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: პრეზიდენტის შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან1
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის2
რუსები აფხაზეთში ტანკ ტ-90-ის ეკიპაჟებს ამზადებენ3
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა4
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X