ალასანიამ რიყეში მცხოვრებ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დღეს სოფელ რიყეში
ამომრჩეველს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ წევრმა
მოსახლეობას კოალიციის სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ მილიარდ ლარს გამოყოფს.
"ზუგდიდს ისტორიულ ფუნქციას მივცემთ, რომ აღადგინოს
ქართულ-აფხაზური ძმობა და ხიდი ურთიერთობებში",
- განაცხადა
ალასანიამ.
internet.ge