ჯანგირაშვილი: "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებს ივანიშვილისგან "მოტეხილი" ფულით ფსიქიატრს დავუქირავებ
ტელეკომპანია
"კავკასიას"
საინფორმაციო
სამსახურის
უფროსი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებისთვს
„ფსიქიატრის დაქირავებას იმ მილიონებით გეგმავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და
ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი თანხებიდან "მოტეხა“,- ასე გამოეხმაურა
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას ნინო ჯანგირაშვილი კახა ძაგანიას მიერ გაკეთებულ
განცხადებას.
მისი თქმით, შალვა ნათელაშვილის გუნდს ფსიქიატრის დახმარება რაც
შეიძლება სწრაფად სჭირდება.
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტია“ ტელეკომპანია „კავკასიას“ ბოიკოტს უცხადებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ აღნიშნა, ისინი არხზე არც უფასო პოლიტიკურ რეკლამას განათავსებენ.
მისი
თქმით, ბოიკოტის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც აღნიშნულ ტელევიზიას აფინანსებს.
internet.ge