GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ლაზიკა მთელ საქართველოს ეკონომიურად უნდა დაეხმაროს
18:48 18.08.2012
დღის სიახლეები

„ჩვენ ნავთობისა და გაზის საბადოებზე არ ვზივართ.  ვართ ქვეყანა, რომელსაც ფული ხელოვნურად უნდა გაუჩნდეს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, პიაცაზე, ახალი სასტუმროს გახსნისას გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირი იმ ადამიანებს  გამოეხმაურა, რომლებიც მისი თქმით, ხშირად წერენ რომ ბათუმის, რაბათის და სხვა პროექტებზე დახარჯული თანხები ხალხს უნდა მოახმაროს.

„ყველაზე მოუთმენელი მე ვარ, ჩვენი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანი ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან. თუმცა, თუ  ჩვენ არ ავაშენებთ ანბანის კოშკს და მსგავს სილამაზეებს, რაც ბათუმში, ბოლო წლების მანძილზე აშენდა, არ ჩამოვა  ტურისტი და ქვეყანას ფული არ გაუჩნდება. როცა ზღვისპირა ქალაქს ყავს დამსვენებელი, მოტივაცია მეტია. შენდება ბევრი სასტუმრო, რაც მოქალაქეების დასაქმებას უწყობს ხელს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით დღეს გახსნილ სასტუმროში ყველა ავეჯი ქართველების მიერაა დამზადებული. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, განახლებული ახალციხის, რაბათისა და ქუთაისის პარლამენტის თანამედროვე მშენებლობები ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. მისი თქმით, ტურიზმი ეკონომიკას აამოძრავებს.

„იცით, რომ მალე გორის ციხე ისეთივე კარგი იქნება, როგორიც ახალციხე, რაც ეკონომიკის ამოძრავებას შეუწყობს ხელს. უამრავ გორელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა. ასე მოხდა ქუთაისში, პარლამენტის აშენების შემდეგ. ლაზიკა ჩემი ახირება არ არის, ამ  მშენებლობას თავის ეკონომიკური აზრი აქვს. ლაზიკა მთელ საქართველოს ეკონომიურად უნდა დაეხმაროს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესების კეთება ქართველებმა დაიწყეს.

„ის ხალხი, რომელიც  იძახის, რომ საქართველო მთლიანად უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში, ტყუიან, რადგან ბათუმის სასტუმროების უმეტესი ნაწილი ქართველ ბიზნესმენებს ეკუთვნით“,- დასძინა პრეზიდენტმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის1
პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება2
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულის საქმის მოსმენა გადაიდო3
ვაქირში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა სოფლის ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია4
ქინძმარაულის ქუჩაზე, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კომპანიიდან 40 000 ლარი გაიტაცეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X