საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ დღეს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც არასმთავრობოები აღნიშვანენ , დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ
ორგანიზებულ
საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ რუსთავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის
19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში
მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ
აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება
შეკრებებისა
და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები“,- ნათქვამია საიას განცხადებაში.
internet.ge