ცესკოში საარჩევნო ბლოკების დარეგისტრირების ვადა დღეს იწურება
10:53 19.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების დარეგისტრირების ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება . ცესკო-ს ინფორმაცით, ამ დროისთვის ორი ბლოკია დარეგისტრირებული - "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" და "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". ბლოკის "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" სუბიექტები არიან - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს ევროპელი დემოკრატები". ბლოკში "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" 5 პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული: "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო", საქართველოს კონსერვატიული პარტია, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი". internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|