„ქრისტიან-დემოკრატებმა“ გორში, მოძრაობის ადგილობრივ წარმამდგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მემორიალი გვირგვინით
შეამკეს.
მოძრაობის
ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ იქნება
სრულფასოვანი და სრულყოფილი, სანამ
ქვეყანა დანაწევრებულია.
მისი
თქმით, ქართულ
სოფლებში 9 აპრილის აღნიშვნას მისი გუნდი სწორედ იმიტომ აგრძელებს, რომ საზოგადოებას
მთავარი მიზანი
შეახსენონ, რომელსაც საქართველოს გაერთიანება
ჰქვია.
„ამ ამოცანის შესრულება
კი, მხოლოდ ღმერთის დახმარებითა და ქართველების ერთიანობით იქნება შესაძლებელი“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ,
რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა“
1989 წლის
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი დაშვებული დროშებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზეც მიაგეს.
Internet.ge