"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ჩაჩანიძე რაიონის ახალგაზრდებს შეხვდა.
მან, ახალგაზრდებთან ერთად, წერეთლის გამზირზე მდებარე საკალათბურთო დარბაზის სარემონტო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
ჩაჩანიძემ ყველა ახალგაზრდას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და სპორტულ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდა.
internet.ge