საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
სოციალურ ქსელ „facebook”-ის მეგობრებს ფერიცვალების
საუფლო დღესასწაული მიულოცა.
„მეგობრებო, გილოცავთ ფერიცვალების საუფლო დღესასწაულს! ეს არის დღე, როდესაც უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი ბუნებით გამოეცხადა მოციქულებს. ეს დღე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თარიღია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ამიტომ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ ამ დღესასწაულს!
უფალი იყოს სრულიად საქართველოს და თქვენი ოჯახების მფარველი!“,- წერს ბაქრაძე საკუთარ გვერდზე.
Internet.ge