კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირწმუნება, რომ ხელისუფლება
მოქალაქეთა დასაქმებას ვერ შეძლებს.
მისი თქმით ბუტაფორიაა ახლადშექმნილი დასაქმების სამინისტრო.
„მოსახლეობის დასაქმებას წელში გამართული ბიზნესი უზრუნველყოფს“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სპეციალური საარბიტრაჟო სამსახური შეიქმნება, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის დავიას მოაგვარებს.
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს წნეხისგან გათავისუფლებას დაჰპირდა.
internet.ge