ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“
აქციის დასრულების შემდეგ, ნინო ბურჯანაძესთან დღევანდელ შეხვედრაზე
პირველი კომენტარი გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, ბურჯანაძესათან მისი შეხვედრა
გაცნობითი ხასიათის იყო.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა მე და ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს,
მან გაიხსენა საკმაოდ საინტერესო ფაქტები, რაც
ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა იყო ხანგძლივი, თუმცა
სამომავლო გეგმებზე საუბრი არ გვქონია,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ინტერნეტ.ჯი“- ს ჟურნალისტის შეკითხვაზე, მხოლოდ ფაქტების
გასახსენებლად შეხვდა თუ არა ის ბურჯანაძეს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე არც
სამომავლო გეგმებსა და არც თაამშრომლობაზე არ უსაუბრიათ, თუმცა მომავალში ამის შესაძლებლობა
არ გამორიცხა.
Internet.ge