"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება"-ს წინადადებას გამოეხმაურა. მმართველი პარტიის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება"-ს წინადადებას - პოლიტიკურ პარტიებს უსასყიდლოდ გადასცეს პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო კლიპები.
ასევე მზაობას აცხადებს, უზრუნველყოს ზემოხსენებული ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების გავრცელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
internet.ge