კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში ცვლილებები
განხორციელდა.
მაჟორიტარობის ახალი კანდიდატები პარტიის ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილმა თავად წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, თეთრიწყაროს რაიონში მამუკა აბულაძე შალვა ხაჭაპურიძემ შეცვალა.
ივანიშვილის განცხადებით აბულაძე ცენტრალურ შტაბში დასჭირდათ. რაც
შეეხება თერჯოლას, კოალიცია „ქართულმა
ოცნებამ“ მაჟოტიტარობის კანდიდატი აქაც შეცვალა. ომარ ნიშნიანიძის კანდიდატურა
ზაალ გოგსაძით შეიცვალა.
გარდა ცვლილებებისა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ორი ახალი კანდიდატიც
წარადგინა. ცაგერში-მამუკა ჩაჩხიანი
დასახელდა, რომელიც პროფესიით ინჟინერ
მექანიკოსია. ახალქალაქში კი ნორიკ კარაპეტიანი - ისტორიკოსი.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი კანდიდატები თითქმის
ყველა რეგიონში დაასახელა.
კოალიციის ლიდერის თქმით, ნინოწმინდაში და მარნეულში მაჟორიტარები
უახლოეს დღეებში დასახელდება.
internet.ge