პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ კახეთში კომპენსაციების დარიგების პროცესით დაინტერესდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში კომპენსაციების
დარიგების საკითხით დაინტერესდა და რეგიონის რწმუნებულებისგან სარეაბილიტაციო
პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და კახეთში
საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.
ბეჟაშვილის განცხადებით, კომპენსაციების დარიგება აქტიურად
მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, 14 ათასზე მეტმა დაზარალებულმა კუთვნილი დახმარება
მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი დაზიანებული სახლების გადახურვის პროცესითაც
დაინტერესდა და აღნიშნა, რომ რეგიონში ყველა დაზიანებული კორპუსი ახალი სახურავით გადაიხურა.
რაც შეეხება კერძო საცხოვრებელ სახლებს, პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს
დახმარება სამართლიანად უნდა განაწილდეს და კერძო სახლების გადახურვაც ხარისხიანად
უნდა მოხდეს.
Internet.ge