GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აუდიტის სამსახური პარტიებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას სწავლობს
12:06 21.08.2012
დღის სიახლეები

ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს.

აუდიტის სამსახურის ცნობით,  21-მა პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა, 6-მა პირმა თანხები „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს" შესწირა, 2-მა პირმა - „თავისუფალ საქართველოს", 3-მა პირმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას" შეწირა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27(1) მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ყველა პოლიტიკური გაერთიანება შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს. ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონით მონიჭებული უფლაბამოსილების ფარგლებში, მუდმივად ამოწმებს შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერების საკითხს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დადგენის მეოთხე ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 10 აგვისტოს დაიწყო. ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვას ახორციელებს. ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-2 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხდება იმ შემომწირველთა მოწმის სახით მოწვევა, რომელთა მიერ პოლიტიკური სუბიექტისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დადგენა დამატებით შესწავლას მოითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ“,- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით ბაქრაძე ფეისბუქში მიმართვას აქვეყნებს1
გოგა ხაჩიძე: სოზარის ადგილზე, სასმელს მოვერიდებოდი2
ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა3
გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობა დამტკიცდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X