„ახალი მემარჯვენეები“ მთავრობას საწვავის გაიაფებისკენ მოუწოდებს,
როგორც პარტიის ლიდერმა ხაშურის რაიონში, მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა,
რეგიონებში მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყება უჭირს.
„დამატებით
120 ტრაქტორის
შემოყვანით
პარკი 600
ერთეულამდე
გაიზარდა და ეს რაოდენობა 10 - ჯერ მაინც ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს რეალურად ჩვენს სოფელს ესაჭიროება. ამას ემატება ისიც, რომ გლეხს უჭირს საწვავის ყიდვა. მარტო იმის განცხადება, რომ მსოფლიოში საწვავის ფასებმა მოიმატა, საქმეს არ შველის. გლეხს იაფი საწვავი ესაჭიროება.
დაუყოვნებლივ მისაღებია საგანგებო ზომები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწვავის გასაიაფებლად. აქციზისგან და დღგ-სგან გათავისუფლების გზით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყონ ჩვენი წინადადების განხილვა და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
internet.ge