GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სტეფანწმინდაში ახალი გვირაბის მშენებლობა დაიწყება
15:26 09.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის დიდი გვირაბის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სტეფანწმინდას დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს.

როგორც დღეს პრეზიდენტმა, ყაზბეგში ყოფნისას, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, საქართველოში ყველაზე სწრაფად განვითარებად ადგილებს შორისაა: ჯავახეთი, კახეთი და ყაზბეგი. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ სტეფანწმინდაში ბევრი პრობლემა  და გაჭირვებაა, რეგიონში პერსპექტივა გაჩნდა.

„ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამი ადგილი არის ჯავახეთი, კახეთი და ყაზბეგი. სტეფანწმინდა უნდა ვაქციოთ ისეთ მაგარ ადგილად, რომ საერთოდ ვერავის წარმოედგინოს, თუ აქ სიღარიბე იყო. წლის ბოლოს კი, დაიწყება გვირაბის მშენებლობა, რომელიც სტეფანწმინდას დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს. თბილისიდან აქ ჩამოსვლა კი საათნახევარში იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყაზბეგს სტუმრობდა. დაბა სტეფანწმინდაში მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც დეკემბერში გაიხსნა და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.

მიხეილ სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზეც მივიდა და რუსეთიდან საქართველოში შემოსულ სტუმრებს პირადად ხვდებოდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ე.წ. Mast Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით კანონპროექტი მზად არის1
ქსენია სობჩაკმა შესაძლოა რუსეთი დატოვოს2
სტეფანწმინდაში ახალი გვირაბის მშენებლობა დაიწყება3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X