GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის ატაშეებს შეხვდა
18:21 21.08.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს თავდაცვის ატაშეებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ქართველ სამხედრო ატაშეებს საკუთარი თავი წარუდგინეს და მათ საქმიანობაში თავდაცვის ატაშეების ჩართულობის, როლისა და დავალებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ სამხედრო ატაშეებს სამინისტროს ახალი 3T კონცეფცია გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძნება და ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალურ ზრუნვაზე, რომელიც ძალაში 2013 წლამდე ეტაპობრივად შევა და სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში სახელმწიფოს მხრიდან სრულ დახმარებას ითვალისწინებს. ტოტალური ტრენინგი – ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს.

ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია. ტოტალური თავდაცვა - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„შსს-ს სწავლების შესაძლებლობების განვითარების" შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა1
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა2
მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა3
გრიგოლ ვაშაძემ ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა4
ივანიშვილი: მიკვირს რატომ არ ბრუნდებიან სომხები სამშობლოში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X