სააკაშვილი: სტიქია არა მარტო კახეთისთვია, არამედ მთელი საქართველოსთვის დიდი დარტყმაა
სტიქია საერთო გაჭირვებაა, რასაც საერთო ფრონტით შევუტევთ- აღნიშნული
განცხადება კახეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეჩერდება ყველა
ადმინისტრაციული პროექტი და მობილიზებული თანხებით სტიქიის ლიკვიდაცია მოხდება.
„თქვენ მარტო არ ხართ, ხელმეორედ დავარიგებთ კომპენსაციებს და
აგინაზღაურებთ ზარალს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გლეხებს კონდიციამდე მისული ყურძნის ჩაბარება ურჩია.
„სახელმწიფო დაგეხმარებათ სარფიანად გაყიდოთ მოსავალი, სახელმწიფო
მარტო არ დაგტოვებთ“,- აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
internet.ge