პრეზიდენტმა ანალკიაში Summer Job 2012-ში მონაწილე
სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს, პროგრამის
ორგანიზატორებს და თითოეულ სტუდენტს პროექტში მონაწილეობისთვის.
პრეზიდენტი ახალგაზრდებს იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რის
განხორციელებასაც სახელმწიფო სტუდენტთა მიმართ გეგმავს.
„ეს არის ახალი თაობა რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მე ძალიან ვამაყობ,
რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა თქვენს თაობას გზა გავუხსნათ უკეთესი
ცხოვრებისკენ. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს სტუდენტებთან მიმართებაში. მკვეთრად
გავაფართოვებთ მომავალი წლიდან უცხოეთში სწავლის მსურველთა ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე
სახელმწიფო გრანტების ოდენობას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების
პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ასობით უცხოელი
პროფესორი ეწვევა, შესაბამისად, ქართველი პროფესორებიც შეძლებენ უცხოეთში
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამგზავრებას.
„ყველგან უნდა შემოვიტანოთ უცხო ენების სწავლება და ეს არის
მნიშვნელოვანი იმისათვის რომ ჩვენ მომავალში პერსპექტივა გაგეხსნას,“- დასძინა
პრეზიდენტმა.
Internet.ge