პრეზიდენტმა სტუდენტებს ქვეყნის ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში აქტიურობისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში
შეკრებილ სტუდენტებს დღეს, ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა მათ ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ახალგაზრდა თაობას დემოკრატიულ სახელმწიფოს პირობებში ეძლევა. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს ქვეყნის ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში აქტიურობისკენ მოუწოდა და მათ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ურჩია.
„ერთადერთი, რისი თქმაც მინდა თქვენთვის: ვიყოთ დარაზმული, თავისუფალი, ერთიანი, ძლიერები და პატრიოტები, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მათ მიხეილ სააკაშვილმა.
Internet.ge