კრემლი რუსული კაპიტალით საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენას გეგმავს
გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, რუსეთის
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებს კვლევას, რამდენად შესაძლებელია ამიერკავკასიის
ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსული კაპიტალის შესვლა და
რაც მთავარია, რა გავლენას იქონიებს ეს კაპიტალი ამ სახელმწიფოების
სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე.
დასკვნების გაკეთება
რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების განყოფილებას
დაევალა.
მუშაობისას
გათვალისწინებულ იქნება რუსული ფულის მონაწილეობის ფორმა, და რაც მთავარია, ამ
ფულის გავლენა აღნიშნული სახელმწიფოების სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე -
განუმარტეს „იზვესტიას“ პუტინის ადმინისტრაციაში.
კვლევის შედეგად კი შემუშავდება რუსეთის სტრატეგია ამიერკავკასიის რეგიონში - ამ
ქვეყნებთან ეკონომიკური და რეგიონალური თანამშრომლობის ფაქტორების
გათვალისწინებით.
internet.ge