„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ მარნეულის მოსახლეობას „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამული პრიორიტეტები
გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით,
ისლამ ახუნდოვი „ახალი მემარჯვენეების“ წევრია 2002 წლიდან. პარტიაში ახალგაზრდული
ორგანიზაციიდან მოვიდა, სადაც სხვადასხვა დროს იყო გამგეობის წევრი და თავმჯდომარის
მოადგილე. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „გურჯისტანის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
„ისლამი ერთ–ერთი ძველი და
ისტორიული აზერბაიჯანული გვარის წარმომადგენელია. დაბადებული და გაზრდილია თბილისში.
‘’ახალი მემარეჯვენეების" აქტიური
და ერთგული წევრია. დარწმუნებული ვარ, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ისლამი კიდევ
უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს არა მხოლოდ მარნეულისთვის, არამედ
ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობის გამტკიცებისათვის,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.
"ახალ მემარჯვენეებში"
გავიზარდე, ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დავიწყე
და უკვე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ მარნეულში. ძნელად წარმომედგინა თუ ასეთ
ნდობას გამომიცხადებდნენ. მარნეულს რომ ჩემს ენერგიას, ჩემს შესაძლებლობებს მოვახმარ,
ამის მტკიცება არ მჭირდება. არც იმის მტკიცება მჭირდება, რომ ორივე ერის შვილი ვარ
- აზერბაიჯანელებისაც და ქართველებისაც. ვეცდები ამ ნდობას ორივე ერის მიმართ გაკეთებული
საქმეებით ვუპასუხო",- აღნიშნა კანდიდატმა.
internet.ge