საქართველოს პრეზიდენტმა ხონში "ნაციონალური
მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აკაკი ბიბოხიძე დაასახელა.
მისი თქმით, კანიონის მშენებლობის იდეა
სწორედ ბობოხიძეს ეკუთვნის.
„ჩემი ამბიციაა, რომ გორდი რუკაზე დავაბრუნოთ. ბევრმა ამ ადგილის
შესახებ არაფერი იცის, თუმცა, მალე ყველა გაიგებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, განვითარების დროს უამრავი
ლამაზი ადგილი აღმოაჩინეს.
„დღეს ამბობენ, რომ ყველაფერი უცხოელებმა
აიღეს, მათ სჯერათ, რომ თუ რუსეთი არ იქნება ჩვენთან, ყველაფერს სხვა წაიღებს. ამ
ყველაფრის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია. ვერავინ მოიკიდებს საქართველოს და
ვერავინ წაიღებს“,- დასძინა პრეზიდენტმა.
„ცხოვრება მარტო არჩევნებისგან არ შედგება, თუმცა არჩევნებში სწორი
გადაწყვეტილების მიღებით თითოეულმა ოჯახმა თავი უნდა დაიცვას წარსულში დაბრუნებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა - „ამ კითხვას სპეციალურად ვსვამ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ არ მოვსულვართ კარგი გზით, სადაც
ბევრი სოციალური პრობლემაა, მაინტერესებს თქვენი აზრი არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა ვიდრე
8 წლის წინ? და თუ არის, მაშინ ყველაფერი
გავაკეთოთ უკეთესი მომავლისთვის“.
internet.ge