მერაბიშვილი: მირჩევნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ
ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკვე განხორციელებული და მომდევნო ოთხი
წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები და ინიციატივები იყო. ერთ-ერთი
მთავარი ინიციატივა, რომლიც
პრემიერ-მინისტრმა ფერემერებს გააცნო, ხელისუფლების დეცენტრალიზაციაა.
მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში იქნება ცენტრაული ხელისუფბლების უფლება-მოსილებების ძირითადი
ნაწილის გამგებლებზე, საკრებულოებზე და სოფლის რწმუნებულებზე გადანაწილება, რის
შედეგადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვებისთვი ლიცენზიები და სხვა საკითხები
ადგილზე გადაწყდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ
რაიონში ან დაბაში უფრო ეფექტური იქნება, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ
მოსახლეობასთან ერთად უკეთ იცის რაიონის და სოფლის პრობლემები და მისი გადაჭრის
უკეთესი გზები.
“ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი ერი და ძლიერი გლეხია, აქედან
გამომდინარე სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერებისთვის
ხელის შეწყობა“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის დაინტერესებულ
ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგავში მაქსიმალური დახმარება გაუწიოს და
მათ სხვადასხვა სახის შეღავათი დაუწესოს.
“სანამ ქართველი გლეხი არ იქნება მდიდარი, იქამდე საქართველო ვერ
გაძლიერდება, ამიტომ ჩვენი მთავრი ამოცანაა, სოფლის მეურნეობის განვითარება. მე
მირჩვნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის პრემიერ-მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის
პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ვაპირებთ საქართველოში შევქმანთ 500 ახალი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე საწარმო, რითაც გლეხებს ხელს შევუწყობთ
თავისი საქმის უკეთ წარმართვაში“- განამრტა პრემიერმა.
internet.ge