GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:28 23.08.2012
დღის სიახლეები

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებმა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობა.

ბაქრაძის თქმით,  საქართველომ ბევრი რამ ისწავლა ეუთოსგან, ევროსაბჭოსგან და ორმხრივი კომისიებისგან, რაც ახალი დემოკრატიის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გადაიდგა. კერძოდ, მედიაწვდომის გაუმჯობესების და მედიამფლობელთა გამჭვირვალობის მიზნით.

დელაგაციის ხელმძღვანელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკარდო მილიორიმ აღნიშნა, რამდენად აქტიურად არის ჩართული საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში და განაცხადა, რომ მონაკოს სამიტზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიის რეგიონისთვის.

რიკარდო მილიორიმ ისაუბრა ამ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების შესახებ.

„საჭიროა მეტი თანამშრომლობა, საჭიროა ადამიანებს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის საშუალება“,- განაცხადა მილიორიმ.

დელეგაციის წევრები მიესალმებიან საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში მიღწეულ პროგრესს. მათი განცხადებით, კიდევ უფრო მეტი წინსვლისთვის ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს არჩევნები.

დელაგაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტონინო პიცულას განცხადებით, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით. მან ისაუბრა იმაზეც, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები, და იმედი გამოთქვა, რომ ის დროულად აღმოიფხვრება და მოსახლეობას ექნება ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

ცნობისთვის, ტონინო პიცულა არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება და ის სექტემბრის ბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ ჩამოვა საქართველოში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მთაწმინდის პარკში განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა1
სპეცოპერაციისას პოლიციელებმა ქალი ამშობიარეს2
ლადო გურგენიძე „სახალხო ბანკის“ ყოფილ მმართველს პასუხობს3
ბაქრაძე: კონსტიტუციით შესაძლებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს4
კეტრინ ეშტონმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ევროპარლამენტში ისაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X